Mountains
რატომ უნდა ისწავლებოდეს ჭადრაკი სკოლაში? ჭადრაკი გონებრივი თამაშია. მის სამყაროში მინიატურული სახით სიმბოლურად ასახულია ბრძოლით აღსავსე ჩვენი ცხვორება. ჭადრაკი გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, მოთმინებას, სიბეჯითესა და წინდახედულობას, სხვისი აზრის პატივისცემას. ჭადრაკი სპორტის, მეცნიერებისა და ხლეოვნების სინთეზი, შენადნობია: ჭადრაკი სპორტია, რომელიც შეიცავას მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს. როდესაც შეჯიბრებაში ვლინდება უძლიერესი მოჭადრაკე, მაშინ სპორტთან გვაქვს საქმე: როდესაც საუბარია […]
როგორ დავალაგოთ ჭადრაკის დაფა სწორად? თუ თქვენ გაქვთ ჭადრაკი და გსურთ დაიწყოთ თამაში, პირველი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაფის სწორად დაყენება. 1. გაშალეთ დაფა ისე, რომ ქვედა მარცხენა ქვედა კუთხეში იყოს შავი უჯრა.ძალიან მნიშვნელოვანია დაფა გაშალოთ სწორი მიმართულებით, რომ ორივე მხარე იდგეს სწორად. დაიმახსოვრეთ მარტივი წესი – “მარცხნიდან ქვევით, შავი უჯრა”. 2: განალაგეთ […]
ჭადრაკის დაფა ჭადრაკს ორი ადამიანი, (მხარე) თამაშობს. სვლები რიგ-რიგობით კეთდება საჭადრაკო დაფაზე, რომელსაც კვადრატის ფორმა აქვს და დაყოფილია რვა რიგად განლაგებულ, 64 პატარა კვადრატად (უჯრად). ეს კვადრატები თანმიმდევრულად შეღებულია მუქ და ღია ფერებად. მუქ კვადრატებს შავი უჯრები ეწოდება, ხოლო ღია ფერის კვადრატებს თეთრი უჯრები. ჭადრაკის დაფა მაშინ დგას სწორად, როდესაც მოთამაშისგან მარცხენა, ქვედა კუთხის უჯრა […]
რა არის ჭადრაკი? ჭადრაკის სამყარო ჯადოსნურია. მასში მინიატურული სახით ასახულია ბრძოლით აღსავსე ჩვენი ცხოვრება. თვალნათლივ ჩანს ადამიანის გონების ძალა, ფანტაზია, ხასიათი, შრომისუნარიანობა, გემოვნება და მიდრეკილება. ამავე დროს ჭადრაკი გვასწავლის ლოგიკურ, თანამიმდევრულ აზროვნებას, სხვისი აზრის პატივისცემას. სვლის რიგითობა მოგვიწოდებს მოთმინებისა და ზრდილობისაკენ. დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მრავალ წერტილში დაძაბულობის კერებია, განხეთქილებაა ხალხებსა და სახელმწიფოებს […]
ჭადრაკის წარმოშობის ისტორია ინდოეთში მკვლევარების აზრით ჭადრაკი გამოიგონეს მეექვსე საუკუნეში ინდოეთში. ჭადრაკის გამომგონებლის შესახებ ინდოეთში მრავალი ლეგენდა არსებობს, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ჭადრაკი არ არის ერთი ადამიანის ქმნილება. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ლეგენდებში გამომგონებლის სხვადასხვა სახელებს ვხვდებით. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა: ერთ-ერთმა ბრძენმა, სახელად სინმა, ბევრი ფიქრისა და შრომის მეოხებით გამოიგონა ჭადრაკის თამაში […]