Front Page
ჭადრაკის ისტორია
- 15/06/2022
- ავტორი გიორგი სიბაშვილი
- კატეგორია ჭადრაკის ისტორია
ჭადრაკის წარმოშობის ისტორია ინდოეთში
მკვლევარების აზრით ჭადრაკი გამოიგონეს მეექვსე საუკუნეში ინდოეთში. ჭადრაკის გამომგონებლის შესახებ ინდოეთში მრავალი ლეგენდა არსებობს, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ჭადრაკი არ არის ერთი ადამიანის ქმნილება. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ლეგენდებში გამომგონებლის სხვადასხვა სახელებს ვხვდებით. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა: ერთ-ერთმა ბრძენმა, სახელად სინმა, ბევრი ფიქრისა და შრომის მეოხებით გამოიგონა ჭადრაკის თამაში და თავისი ქვეყნის მეფეს (რაჯას) მიართვა. ბრძანებელს მოეწონა ჭადრაკის თამაში და გადაწყვიტა ბრძენის დასაჩუქრება. სინს უთქვამს: მომცენ პურის იმდენი მარცვალი, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე – ორს, მესამეზე – ოთხს, მეოთხეზე – რვას და ა.შ. (გამოდის გეომეტრიული პროგრესია). რაჯას თურმე გაეღიმა, საწყალ კაცს თხოვნაც კი არ შეუძლიაო და ბრძანა ეანგარიშათ რამდენი მარცვალი ეკუთვნოდა სინს და გაეცათ. სასახლის მათემატიკოსებმა გამოიანგარიშეს მარცვლების რაოდენობა და გაოგნებულები დარჩნენ. გამოვიდა 18 466 744 073 551 616 (თვრამეტი კვადრილიონ, ოთხას ორმოცდაექვსი ტრილიონ, შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ, სამოცდაცამეტი მილიარდ, შვიდასცხრა მილიონ, ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას, ექვსას თექვსმეტი) მარცვალი. მარცვლის ამ რაოდენობას ხუთი სანტიმეტრით შეეძლო დაეფარა მთელი დედამიწის საფარი. ლეგენდა არ გვეუბნება, თუ როგორ მოიქცა სახტად დარჩენილი რაჯა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭადრაკი გავრცელდა ინდოეთში და შემდეგ მთელს მსოფლიოში.
ჭადრაკის წარმოშობის სხვა ლეგენდები
არსებობს მოსაზრებაც, რომ ჭადრაკი ცნობილი იყო ორი ათასი წლის წინათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თავდაპირველად ჭადრაკს არ ჰქონდა დღევანდელი სახე. დროთა განმავლობაში იგი თანდათანობით იხვეწებოდა. დღევანდელი სახე, მან მეთხუთმეტე საუკუნეში მიიღო. ვარაუდობენ, რომ ჭადრაკმა ფეხი მოიკიდა სპარსეთში მეექვსე საუკუნეში, არაბეთში – მეშვიდე, ხოლო ევროპაში – მეთერთმეტე საუკუნეში.
ჭადრაკი საქართველოში
ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ, ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა’’, რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწემ, გიორგი ათომელმა გადმოაქართულა. სავარაუდოდ, ჭადრაკი ჩვენთან ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველის კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.
XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკეები
სამწუხაროდ, XIX საუკუნემდე არ არის შემორჩენილი ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ, თუმცა მათი არსებობის დამტკიცება შეგვიძლია, იმით რომ , საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია XII, XV და XVII საუკუნეების ჭადრაკის კომპლექტები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჭადრაკზე მეტი ცნობებია; „შახმატნი ლისტოკის“ (1878 #1) იტყობინებოდა: „შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინებში“. იგივე ნომერი იუწყებოდა რომ მოეწყო მატჩი თბილისელ ა.სმიტენსა და მოსკოველ ოსტატ ა.სოლოვცოვს შორის. იგივე ჟურნალი (1978 #5-6) იუწყება, რომ თბილისში გაიმართა მატჩი ა.სმიტენსა და ა.დადიიანს შორის, რომელიც დადიანის გამარჯვებით დასრულებულა. ამის შემდეგ დადიანს სოლოვცევისთვისაც მოუგია მატჩი.
საერთოდ ანდრია დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც გავიდა საერთაშორისო სარბიელზე. იგი საკმაოდ ცნობილი იყო. ამავე დროს, იგი თანამშრომლობდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთებთან. 1892 წელს, ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა „ჩესს მანსლმა“ (#6-7), თითქმის მთელი ნომერი დადიანის პიროვნებას და მის შემოქმედებას მიუძღვნა. ჭადრაკთან მეგობრობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა. ილიას ,,ივერია’’ ხშირად წერდა ჭადრაკზე, ხოლო ჩიგორინ-ტარაშის მატჩის შემაჯამებელი სტატია თავად ილიამ დაწერა. ცნობილია იმდროინდელი ძლიერი მოჭადრაკეების სახელებიც. ესენი იყვნენ: ხარლამპე სირბილაძე, ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა, მამია გურიელი, ვარადებულ ჩიქოვანი, გიორგი ბებურიშვილი და სხვა.
XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკეები
XX საუკუნის 20-ანი წლებიდან ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა. გახშირდა ტურნირები და მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი ოსტატები. საქართველოში სახცოვრებლად გადმოვიდნენ ცნობილი მოჭადრაკეები, ანდრეი სმოროდინსკი, ვიქტორ გოგლიძე, ნიკოლოზ სოროკინი და სხვა.
1922 წელს გაიმართა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი. 1923 წელს კი გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო მასობრივი ტურნირი, რომელშიც 600 კაცი მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე. 1928 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკების პირველი ჩემპიონატიც. 1930 წელს თბილისში გაიმართა მატჩი ვიქტორ გოგლიძისა და მოსკოველ ოსტატ, ვლადიმერ ნენაროკოვის მატჩი. გოგლიძემ ეს მატჩი მოიგო (7-4) და პირველს ქართველთაგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.
ვაჟებს არც ქალები ჩამორჩნენ. 1927 წელს გაიმართა თბილისის პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1935 წელს თბილისმა უკვე საქართველოს პირველ ჩემპიონტს უმასპინძლა. 50-ანი წლების დასაწყისში თბილისში გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულმა ამ ჭადრაკის სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე.
1956 წელს, უკვე ალაპარაკდნენ ზუგდიდელ გოგონაზე, ნონა გაფრინდაშვილზე. სულ რაღაც ექვს წელიწადში კი ნონამ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაიდგა თავზე. ნონას გზას ბევრი მიყვა. ნანა ალესანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი ცოტა ხანში დაუძეველ მეტოქეებად იქცნენ უცხოელი თუ საბჭოთა მოჭადრაკეებისათვის. წარმატებები გაგრძელდა დამოუკიდებლობის ხანაშიც. მოვიდა ახალი ნიჭიერი თობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიდის ოთხჯერ მოგება.
ქალებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც სათანადო სიმაღლეზე იდგნენ ვაჟებიც. პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე, რომან ჯინჯიხაშვილი (რომელიც შემდგომ აშშ-ს ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადაზე ამ გუნდის ნაკრებს ედგა სათვეში), თამაზ გიორგაძე, ელიზბარ უბილავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე და ახალი თაობის მოჭადრაკეები, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ ნებისმიერი დონის საერთაშორისო ტურნირებში. საქვეყნოდ ცნობილი არიან ჩვენი საჭადრაკო კომპოზიტორები: გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, დავითგურგენიძე და სხვები.
ჭადრაკის განვითრებას და პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ჭადრაკის პროპაგანდამ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. თბილისში გამოდიოდა საჭადრაკო გაზეთი „მერანი“. გამოდიოდა წიგნები ქართველ მოჭადრაკეებზე და მათ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ თამაზ გიორგაძე, ვისაც ეკუთვნის მრავალი საინტერესო წიგნი ჭადრაკზე, დაწყებული „ჭადრაკის ანბანიდან“ დამთავრებული მსოფლიოს პირველობების მატჩებით.
გამოყენებული წყარო: https://sites.google.com/site/chadraki11/pigurebis-sv
ავტორი:გიორგი სიბაშვილი
კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Those Other College Expenses You Aren’t Thinking About
Thousands of teenagers across the UK will have school lessons in mindfulness in an experiment designed to see if it can protect against mental illness.
The Surprising Reason College Tuition Is Crazy Expensive
The upcoming budget for the Chicago Public Schools will rely on $500 million in yet-to-be-enacted pension savings by Illinois, school officials said on Monday.
New Chicago school budget relies on state pension
Hundreds of schoolchildren in the southern Philippines have fallen sick after eating durian-flavoured sweets, the provincial governor said Saturday.