Front Page
ჭადრაკის წესები
- 16/06/2022
- ავტორი გიორგი სიბაშვილი
- კატეგორია Uncategorized
ჭადრაკის დაფა
ჭადრაკს ორი ადამიანი, (მხარე) თამაშობს. სვლები რიგ-რიგობით კეთდება საჭადრაკო დაფაზე, რომელსაც კვადრატის ფორმა აქვს და დაყოფილია რვა რიგად განლაგებულ, 64 პატარა კვადრატად (უჯრად). ეს კვადრატები თანმიმდევრულად შეღებულია მუქ და ღია ფერებად. მუქ კვადრატებს შავი უჯრები ეწოდება, ხოლო ღია ფერის კვადრატებს თეთრი უჯრები. ჭადრაკის დაფა მაშინ დგას სწორად, როდესაც მოთამაშისგან მარცხენა, ქვედა კუთხის უჯრა შავი ფერისაა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ეს სტატია: https://chadraki.ge/როგორ-დავალაგოთ-ჭადრაკის/
ჭადრაკის დაფა და ფიგურები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ფორმით, ზომითა და მასალით. ჭადრაკს, რომელითაც მაგიდაზე ვთამაშობთ, მაგიდის ჭადრაკს ვეძახით, კედელზე დასაკიდ დაფას და ფიგურებს საჩვენებელ ჭადრაკს, არის სამგზავრო ჭადრაკიც. დაბეჭდილ ან ელექტრონულ ჭადრაკს დიაგრამა ეწოდება, პარტიის ფრაგმენტს კი პოზიცია.
ჭადრაკის ფიგურების სახელები
ჭადრაკს ორი ფერის ფიგურებით თამაშობენ, თეთრებით და შავებით. ორივე მხარეს ჰყავს, 8 პაიკი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ, 1 ლაზიერი და 1 მეფე.
ჭადრაკის ფიგურების საწყისი პოზიცია
საჭადრაკო ფიგურები ყოველთვის ერთნაირად ლაგდება. მეორე რიგი (ჰორიზონტალი) შევსებულია პაიკებით. ეტლები დგანან კუთხეებში, შემდეგ მხედრები მათ გვერდით, მათ მოჰყვებიან კუები, და ბოლოს ლაზიერი, რომელიც ყოველთვის დგას მის შესატყვის ფერზე (თეთრი ლაზიერი თეთრზე, შავი ლაზიერი შავზე), და მეფე – დარჩენილ უჯრაზე.
ფიგურების განლაგების ინსტრუქცია.
ჭადრაკის ფიგურების მოძრაობის წესები
ყველა განსახვავებული საჭადრაკო ფიგურა, სხვადასხვაგვარად მოძრაობს. ფიგურებს არ შეუძლიათ გადაახტნენ სხვა ფიგურებს (ეს შეუძლია მხოლოდ მხედარს). ვერასოდეს დადგებიან იმ უჯრაზე, სადაც უკვე დგას იმავე ფერის (საკუთარი) ფიგურა. თუმცა მათ შეუძლიათ დადგნენ მეტოქის ფიგურის ადგილზე, რომელსაც ისინი იპყრობენ (ატყვევებენ). ფიგურებს ჩვეულებრივ განალაგებენ ისეთ პოზიციებზე, საიდანაც მათ შეეძლებათ დაატყვევონ სხვა ფიგურები (დგებიან დატყვევებული ფიგურის ადგილზე და ეცვლებიან მათ დაფაზე), დაიცვან საკუთარი ფიგურები, როცა მათ ემუქრებათ დატყვევება, ან კიდე გააკონტროლონ მნიშვნელოვანი უჯრები თამაშში.
როგორ მოძრაობს მეფე ჭადრაკში
მეფე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც (გარდა ენდშპილის პოზიციებისა). მეფეს შეუძლია მხოლოდ ერთი უჯრით გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით – ზემოთ, ქვემოთ, გვერდებზე, და დიაგონალურად. მეფე ვერასოდეს დააყენებს თავს ქიშის ქვეშ (სადაც მისი აყვანა იქნება შესაძლებელი). როცა მეფეს უტევს სხვა ფიგურა, ამას ეწოდება “ქიში”.
მეფის მოძრაობის ინსტრუქცია
როგორ მოძრაობს ლაზიერი ჭადრაკში
ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია ნებისმიერი სწორი მიმართულებით მოძრაობა – წინ, უკან, გვერდებზე, და დიაგონალურად – მანამ, სანამ საკუთარ ფიგურებს არ შეეხება. როგორც სხვა ფიგურების შემთხვევაში, თუკი ლაზიერი აიყვანს მოწინააღმდეგის ფიგურას, მისი სვლა დასრულებულია. დააკვირდით მოცემულ დიაგრამაზე, თუ როგორ იყვანს თეთრი ლაზიერი შავ ლაზიერს და ამის შემდეგ შავი მეფე იძულებულია გადაადგილდეს.
ლაზიერის მოძრაობის ინსტრუქცია
როგორ მოძრაობს ეტლი ჭადრაკში
ეტლს შეუძლია გადაადგილდეს იმდენად შორს, რამდენადაც უნდა, მაგრამ მხოლოდ წინ, უკან, და გვერდებზე. ეტლები განსაკუთრებით ძლიერი ფიგურები არიან მაშინ, როცა ერთმანეთს იცავენ და ერთად მოქმედებენ!
ეტლის მოძრაობის ინსტრუქცია
როგორ მოძრაობს კუ ჭადრაკში
კუს შეუძლია გადაადგილდეს იმდენად შორს, რამდენადაც სურს, მაგრამ მხოლოდ დიაგონალურად. თითოეული კუ იწყებს ერთ ფერზე (ღია ან მუქ) და უნდა დარჩეს ამავე ფერზე. კუები ერთად კარგად მოქმედებენ, რადგან ერთმანეთის სისუსტეებს ავსებენ.
კუს მოძრაობის ინსტრუქცია
როგორ მოძრაობს მხედარი ჭადრაკში
მხედრები სხვა ფიგურებისაგან ძალზე განსხვავებულად მოძრაობენ – ისინი მიდიან ორი უჯრით ერთი მიმართულებით, და შემდეგ აკეთებენ კიდევ ერთ სვლას 90 გრადუსიანი კუთხით, ზუსტად “L”-ის ფორმით. მხედარი, აგრეთვე, ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურებს გადაახტეს.
მხედრის მოძრაობის ინსტრუქცია
როგორ მოძრაობს პაიკი ჭადრაკში
პაიკები გამონაკლისები არიან, რადგან ისინი მოძრაობენ და იყვანენ ოპონენტის ფიგურას განსხვავებული გზებით: ისინი მოძრაობენ პირდაპირ, მაგრამ იყვანენ დიაგონალზე. პაიკებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი უჯრით წინ გადაადგილება თითოეული მოძრაობისას, გარდა თავიანთი პირველი სვლისა, როცა მათ შეუძლიათ 2 უჯრით წინ გადაადგილება. პაიკები იყვანენ მხოლოდ მათ წინა დიაგონალურ უჯრაზე. პაიკებს არ შეუძლიათ მოძრაობა ან აყვანა უკან. თუკი ფიგურა არის მოცემული პაიკის წინ, მაშინ პაიკს არ შეუძლია არც მისი აყვანა და არც წინ გადაადგილება.
პაიკის მოძრაობის ინსტრუქცია
ჭადრაკის გამორჩეული წესები
ჭადრაკში არის რამდენიმე გამორჩეული წესი, რომლებიც თავიდანვე შეიძლება არალოგიკურად მოგეჩვენოთ. ისინი მოიფიქრეს იმიტომ, რომ თამაში უფრო მხიარული და საინტერესო გახდეს.
როგორ გარდავსახოთ პაიკი ჭადრაკში
პაიკებს აქვთ განსაკუთრებული თვისება: თუ პაიკი მიაღწევს დაფის მოპირდაპირე მხარეს, მას შეუძლია გადაიქცეს ნებისმიერ ფიგურად (ამას ეწოდება პაიკის გაყვანა).
პაიკი შეიძლება გარდაისახოს ნებისმიერ ფიგურად. საერთო მცდარი აზრი, რომ პაიკს შეუძლია გარდაისახოს მხოლოდ უკვე აყვანილ ფიგურად, არ შეესაბამება სიმართლეს. პაიკი ძირითადად გარდაისახება ლაზიერში. მხოლოდ პაიკები გარდაისახებიან, მეფისა და პაიკის გარდა ნებისმიერ ფიგურაში.
პაიკის გაყვანის ინსტრუქცია
როგორ შევძლოთ აყვანა გავლით ჭადრაკში
ბოლო წესს პაიკებზე ჰქვია გავლითი აყვანა. თუ პაიკი გადაადგილდება ორი უჯრით მისი პირველი სვლის დროს, და ამის გაკეთების შედეგად აღმოჩნდება მოწინააღმდეგის პაიკის გვერდზე (ეფექტურად აირიდებს თავიდან ოპონენტის პაიკის მიერ მისი აყვანის შესაძლებლობას), ასეთ შემთხვევაში ოპონენტის პაიკს შეუძლია მოცემული პაიკის აყვანა.
ეს განსაკუთრებული სვლა უნდა განხორციელდეს პირველი პაიკის მიერ სვლის გაკეთებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ გზით აყვანის უფლება იკარგება. ამ უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი წესის უკეთ გასაგებად დააწკაპუნეთ ქვედა მაგალითს.
პაიკის გავლითი აყვანის ინსტრუქცია
როგორ გავაკეთოთ როქი
კიდევ ერთი გამორჩეული ჭადარაკის წესი არის როქი. ეს მოძრაობა საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ 2 მნიშვნელოვანი რამ ერთ მოძრაობაში: გაიყვანოთ თქვენი მეფე უსაფრთხო ადგილას (იმედია, უსაფრთხოა) და შემოიყვანოთ ეტლი თამაშში კუთხიდან. მოთამაშეს შეუძლია საკუთარი სვლის დროს მეფე გადაიყვანოს ორი უჯრით გვერდზე და მიუსვას მას ეტლი მეფის მოძრაობის საწინააღმდეგო მხრიდან. (ნახეთ მაგალითი ქვემოთ.) თუმცა როქის გასაკეთებლად, შემდეგი მდგომარეობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული:
- ეს უნდა იყოს იმ მეფის პირველი მოძრაობა
- ეს უნდა იყოს იმ ეტლის პირველი მოძრაობა
- როქის განსახორციელებლად უჯრები მეფესა და ეტლს შორის უნდა იყოს თავისუფალი (მოწინააღმდეგე არ უნდა აკონტროლებდეს)
- მეფე არ უნდა იმყოფებოდეს ქიშის ქვეშ და უჯრა რომელსაც ის გადაკვეთს ან დაიკავებს არ უნდა იმყოფებოდეს ქიშის ქვეშ
შენიშნეთ რომ როდესაც აკეთებთ როქს მეფის მხარეს მას ეწოდება “მოკლე როქი”. როქს მეორე მხარეს, ლაზიერის უჯრის გავლით ეწოდება “გრძელი როქი”. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ხდება როქი, მეფე მაინც 2 უჯრით გადაადგილდება.
მოკლე და გრძელი როქის გაკეთების ინსტრუქციები
ჭადრაკის წესები
საჭადრაკო პარტია შეიძლება დამთავრდეს რამდენიმე საშუალებით: შამათით, ყაიმით, დანებებით, წაგებით დროში. თამაშის მიზანია დავაშამათოთ მეტოქის მეფე. ეს ხდება მაშინ როდესაც მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია თავი დააღწიოს ქიშს. არსებობს მხოლოდ სამი გზა მეფემ აიცილოს ქიში: გადავიდეს გზიდან (მაგრამ არ შეუძლია როქის გაკეთება!), დაბლოკოს ქიში სხვა ფიგურით, ან აიყვანოს ფიგურა რომელიც ემუქრება. თუ მეფე შამათს თავს ვეღარ აღწევს – თამაში დასრულებულია. როგორც წესი მეფეს არ ეხებიან და დაფიდან არ ხსნიან, თამაში უბრალოდ ცხადდება დასრულებულად.
” უსწრაფესი შამათის მაგალითი ჭადრაკში”.
ყაიმი ჭადრაკში
ხშირად, ჭადრაკის პარტიები მთავრდება არა რომელიმე მონაწილის გამარჯვებით, არამედ ყაიმით. საჭადრაკო პარტია შეიძლება 5 მიზეზით დასრულდეს ყაიმად:
- პოზიცია აღწევს პატს, როდესაც არის ერთი მოთამაშის სვლა, მაგრამ მისი მეფე არ არის ქიშის ქვეშ და მას არა აქვს არც ერთი დაშვებული სვლა
c7-ზე ლაზიერის დასმით შავები არ იმყოფებიან ქიშის ქვეშ, მაგრამ ვერც სვლას აკეთებენ. დაფაზე პატია, და პარტია მთავრდება ყაიმით.
- მოთამაშეები შეიძლება შეთანხმდნენ ყაიმზე და შეწყვიტონ თამაში
- დაფაზე არ არის შამათისათვის აუცილებელი ფიგურები (მაგალითად: მეფე და კუ მეფის წინააღმდეგ)
- მოთამაშე აცხადებს ყაიმს თუ ერთი და იგივე პოზიცია დაფაზე მეორდება სამჯერ (არაა აუცილებელი ზედიზედ)
- შესრულდა 50 თანამიმდევრული სვლა, ამასთან არც ერთ მოთამაშეს არ გაუკუთებია სვლა პაიკით და არ აუყვანია ფიგურა
საჭადრაკო სტრატეგიების შესწავლა
არსებობს 4 მარტივი რამ, რაც ჭადრაკის ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს:
დაიცავით თქვენი მეფე
გადაიყვანეთ მეფე დაფის კუთხეში, აქ ის, ძირითადად, უფრო უსაფრთხოდაა. არ გადადოთ როქის გაკეთება. როქი რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. გახსოვდეთ, არა აქვს მნიშვნელობა თუ რაოდენ ახლოს ხართ მოწინააღმდეგის დაშამათებასთან, თუ პირველად დააშამათებენ თქვენ მეფეს!
ჭადრაკის ფიგურების ღირებულება
ნუ დაკარგავთ თქვენს ფიგურებს უაზროდ. ყოველი ფიგურა ძვირფასია და თქვენ ვერ მოიგებთ თამაშს ფიგურების გარეშე, რომლებიც საჭიროა შამათისათვის. არსებობს მარტივი სისტემა რომლითაც მოთამაშეთა უმრავლესობა განსაზღვრავს თითოეული ფიგურის შედარებით ღირებულებას: რა ფასი აქვთ ფიგურებს?
- პაიკი უდრის ერთს
- მხედარი 3 პაიკის ტოლია
- კუ 3 პაიკის ტოლია
- ეტლი ხუთი პაიკის ტოლია
- დედოფალი უდრის ათს
- მეფე შეუფასებელია
პარტიის ბოლოს ეს ქულები არაფერს ნიშნავს – ეს მხოლოდ სისტემაა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ თამაშის დროს გადაწყვეტილების მისაღებად. ის გეხმარებათ მიხვდეთ როდის აიყვანოთ, გაცვალოთ ან გააკეთოთ სხვა სვლა.
მაგალითი მატერიალური უპირატესობისა
აკონტროლეთ ჭადრაკის დაფის ცენტრი
უნდა ეცადოთ აკონტროლოთ დაფის ცენტრი თქვენი ფიგურებითა და პაიკებით. თუ ცენტრს აკონტროლებთ, გექნებათ უფრო მეტი ადგილი ფიგურების გადასაადგილებლად და ოპონენტს გაურთულებთ კარგი უჯრების პოვნას თავისი ფიგურებისათვის.
გამოიყენეთ თქვენი ყველა ფიგურა
ეცადეთ ყველა ფიგურა ჩართოთ თამაშში! თქვენი ფიგურები უვარგისია, როცა უკან, საწყის რიგში დგანან. ეცადეთ განავითაროთ ყველა ფიგურა, რომ უფრო მეტის გამოყენება შეგეძლოთ მეფის შესატევად. ერთი-ორი ფიგურით შეტევა კარგ ოპონენტს ბევრს ვერაფერს დააკლებს.
ჭადრაკი ონლაინში
თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ჭადრაკი ონლაინში, ამისათვის არსებობს ბევრი საიტი, თუმცა განსაკთრებით გამოვარჩევდი lichess.org-ს. გამოიწერეთ chadraki.ge-ს იუთუბ არხი, რათა არ გამოტოვოთ ონლაინ ტურნირები და პირდაპირი ჩართვები.
წყარო: საჭადრაკო ილუსტრაციებისთვის და სტატიისთვის გამოყენებულია chess.com.
ავტორი:გიორგი სიბაშვილი
კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Those Other College Expenses You Aren’t Thinking About
Thousands of teenagers across the UK will have school lessons in mindfulness in an experiment designed to see if it can protect against mental illness.
The Surprising Reason College Tuition Is Crazy Expensive
The upcoming budget for the Chicago Public Schools will rely on $500 million in yet-to-be-enacted pension savings by Illinois, school officials said on Monday.
New Chicago school budget relies on state pension
Hundreds of schoolchildren in the southern Philippines have fallen sick after eating durian-flavoured sweets, the provincial governor said Saturday.