Front Page
როგორ დავალაგოთ ჭადრაკის დაფა სწორად?
- 16/06/2022
- ავტორი გიორგი სიბაშვილი
- კატეგორია Uncategorized
როგორ დავალაგოთ ჭადრაკის დაფა სწორად?
თუ თქვენ გაქვთ ჭადრაკი და გსურთ დაიწყოთ თამაში, პირველი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაფის სწორად დაყენება.
1. გაშალეთ დაფა ისე, რომ ქვედა მარცხენა ქვედა კუთხეში იყოს შავი უჯრა.
ძალიან მნიშვნელოვანია დაფა გაშალოთ სწორი მიმართულებით, რომ ორივე მხარე იდგეს სწორად. დაიმახსოვრეთ მარტივი წესი – “მარცხნიდან ქვევით, შავი უჯრა”.
2: განალაგეთ პაიკები მეორე რიგში (ჰორიზონტალზე).
თუ თავიდან დავალაგებთ ყველა პაიკს, ფიგურების გროვა დაფასთან შემცირდება და დარჩენილი ფიგურების განლაგება დაჩქარდება.
3: დაალაგეთ ეტლები დაფის კუთხეებში.
ადვილი დასამახსოვრებელია – ეტლები განლაგდებიან დაფის კუთხეებში, როგორც საყარაულო კოშკები ნამდვილ ციხე-სიმაგრეში.
4: დააყენეთ მხედრები ეტლების გვერდით.
წარმოიდგინეთ, რომ მხედრები საუკეთესოდ არიან განლაგებულნი ციხეკოშკებთან ახლოს.
5: კუ დგას მხედრის გვერდით.
კუები არიან მეფისა და ლაზიერის “მრჩეველები”, ამიტომ ისინი დგანან მეფისა და ლაზიერის გვერდზე.
6: თქვენი ლაზიერი დგას თავისივე ფერის უჯრაზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ უჯრაზე დგამთ თქვენ საკუთარ ლაზიერს. იოლი საშუალებაა დაიმახსოვროთ – ლაზიერის სამოსი უნდა იყოს იმავე ფერის, რა ფერისაცაა უჯრა, რომელზედაც ის დგას. თეთრი ლაზიერი დგას ღია უჯრაზე, შავი ლაზიერი – მუქზე.
7: დააყენეთ მეფე დარჩენილ უჯრაზე.
ამ მომენტისთვის დარჩა მხოლოდ ერთი უჯრა, ასე რომ მეფე თავისთავად დაიკავებს კუთვნილ ადგილს.
8: არ დაგავიწყდეთ – თეთრები პირველი იწყებენ.
ჭადრაკში თეთრი ფიგურებით მოთამაშე ყოველთვის აკეთებს პირველ სვლას. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ვინ ითამაშებს თეთრებით და ვინ ითამაშებს შავებით. ერთ ერთი საშუალებაა – დამალოთ თეთრი პაიკი ერთ ხელში ზურგს უკან და შეთავაზეთ მეტოქეს ამოიცნოს.
წყარო: საჭადრაკო ილუსტრაციებისთვის და სტატიისთვის გამოყენებულია chess.com.
ავტორი:გიორგი სიბაშვილი
კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Those Other College Expenses You Aren’t Thinking About
Thousands of teenagers across the UK will have school lessons in mindfulness in an experiment designed to see if it can protect against mental illness.
The Surprising Reason College Tuition Is Crazy Expensive
The upcoming budget for the Chicago Public Schools will rely on $500 million in yet-to-be-enacted pension savings by Illinois, school officials said on Monday.
New Chicago school budget relies on state pension
Hundreds of schoolchildren in the southern Philippines have fallen sick after eating durian-flavoured sweets, the provincial governor said Saturday.