Have a question?
Message sent Close

ხშირად დასმული შეკითხვები

საიტზე  ბევრი საჭადრაკო თემატიკის ვიდეო კურსია განთავსებული, ყველა დონის მოჭადრაკისთვის. თემატიკები შეეხება დებიუტებს (დასაწყისებს), მიტელშპილს (შუა თამაშს) და ენდშპილებს (დაბოლოებას).

ვებ გვერდის მომხმარებლებისთვის - იმისათვის რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, აუცილებელია, თავდაპირველად გაიაროთ რეგისტრაცია: მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზემოთა კუთხეში დააკლიკეთ ღილაკს “შესვლა”, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ შეავსეთ ცარიელი ველები: ელ-ფოსტა და პაროლი და დაასრულეთ რეგისტრაცია .

მობილური აპლიკაციის მომხმარებლებისთვის - როდესაც გადმოიწერთ აპლიკაციას ჩვენი საიტიდან (შეგიძლიათ მონახოთ Android-ის მომხმარებლებისთვის Playstore-ში ჩაწერეთ chadraki.ge, ხოლო IOS მომხმარებლებისთვის, Appstore-ში ჩაწერეთ chadraki.ge), გამოიტანს რეგისტრაციის ფანჯარას სადაც შეიყვანთ დეტალებს და მოახდენთ ავტორიზაციას.

ამ ეტაპზე, IOS აპლიკაციის მომხარებლებისთვის ტექნიკური შეფერხებაა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ჯერ დარეგისტრირდით საიტზე და შემდეგ დარეგისტრირებული პროფილით მოახდინეთ აპლიკაციაში ავტორიზაცია.

ავტორიზაციის პროცესში დააჭირეთ ღილაკს “პაროლის დაკარგვა”, მიუთითეთ თქვენი ელ-მისამართი ან მომხმარებლის სახელი. პაროლის აღსადგენი ბმული გამოიგზავნება მითითებულ ელ. მისამართზე. პაროლის აღსადგენად მიჰყევით ინსტრუქციას.

ვიდეო-კურსის სასწავლო გეგმისა და აღწერის ნახვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე, იმ კონკრეტული კურსის გვერდზე, რომლითაც ხართ დაინტერესებული. მაგ: თუ გაინტერესებთ “ენდშპილის” კურსის სილაბუსი, შედით ვიდეო კურსების გვერდზე და დააკლიკეთ კურსს “ენდშპილი”. როცა გაიხსნება კონკრეტული კურსის შიდა გვერდი, შეგეძლებათ იხილოთ “აღწერა”.

ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ წვდომა შეძენილ ვიდეო-კურსზე ან პრემიუმ საწევროზე.

დიახ, ყველა ვიდეო-კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. ვიდეო კურსის ყურების დროს, როდესაც დაასრულებთ რომელიმე თავს, დააჭირეთ "დასრულებული". იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო კურსში გამოყენებული ყველა თავი იქნება დასრულებულად მონიშნული, ამის შემდეგ ჩაგეთვლებათ კურსი დასრულებულად და მიიღებთ სერთიფიკატს.

ვიდეო კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ისევ იმავე კურსის გვერდზე და მარცხენა მხარეს მაღლა გამოგიტანთ ფანჯარას, "გადმოწერეთ თქვენი სერთიფიკატი".

ვებ-გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს “პირადი სივრცე” ან "პროფილი" (მობილური აპლიკაციიდან) და იხილეთ “დაწყებული კურსების” სექცია.

ვებ-საიტზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს “პირადი სივრცე”, იხილეთ “setting” სექცია (დაბლა მარჯვნივ), შემდეგ "delete account", მონიშნეთ რომ ადასტურებთ ექაუნთის წაშლას და დააჭირეთ "ექაუნთის წაშლა"-ს.

საიტზე ნებისმიერი ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა. მაგალითად საქართველოს ბანკის, თიბისი, ლიბერთი და სხვა ბარათებით. გადახდის დროს თქვენ ავტომატურად გადადიხართ, დაცული ბანკის გადახდის ვებ-გვერდზე, სადაც შეგყავთ საჭირო ინფორმაცია ტრანზაქციის განსახორციელებლად.

error: კონტენტი დაცულია!
ka_GEGeorgian