წესები
1. წესები და პირობები
ვებ გვერდი www.chadraki.ge წარმოადგენს ინდ მეწარმე “გიორგი სიბაშვილი”-ს (პ/ნ 01027082964) საკუთრებას.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.
პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემების შესახებ შეგიძლიათ დაგვიკავშიდეთ საკონტაქტო ნომრეზე: +995 551 59 79 80 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: giorgisibashvili4@gmail.com
1.1 ზოგადი პირობები
ტერმინთა განმარტება:
ჩვენ – www.chadraki.ge; შემდგომში -კომპანია;
თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;
ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ :
· დაიცავთ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს და ვებ გვერდით სარგებლობის წესებს.
· თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
· დაიცავთ საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთვებთ გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
· დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.
· არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვედრდის მართვას.
· არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად, არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და სხვა მომხარებლის გვერდს;
· არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგ ვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
· არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით.
2. რეგისტრაცია
· პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ)
· რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ მხოლოდ ზუსტი, სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ უფლებას სისტემაში შესვლისთვის (თქვენი სახელით, პირადი ნომრით, პაროლით… და ა.შ. ) ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თქვენ არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად.
3. მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომსახურების მიღება
ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავადასტუროთ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებ გვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენს სისტემებაში ან ამ ვებ გვერდზე არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგ ვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენს კომპანიაში მომუშავე ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში; 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებ გვერდთან დაკავშირებით; მათ შორის საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია, არსებობს იმის შესაძლებლობა რომ ვერ მიიღოთ მომსახურება და ონლაინ ანგარიშსწორებაც დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.
4. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ.), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე ქმედებაში, მაგალითად ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა სავალდებული ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას
· თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად;
· მომსახურებით შესასრულებლად
· მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ზოგად ბაზაში;
· ვებ გვერდის მართვისთვის;
· ან თქვენთან დასაკონტაქლტებლად და იმ ინფომრაციის მოსაწოდებლად, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის იყოს საინტერესო.
საკონტაქტო ინფორმაცია:
· ელექტრონული ფოსტა: giorgisibashvili4@gmail.com
· მობ: +995 551 59 79 80
5. მიღება-მიწოდების პოლიტიკა
შეკვეთილი პროდუქციის მიღება ხდება გადახდისთანავე.
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე.
6. შეკვეთის გაუქმების/დაბრუნების პირობები:
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია გადახდიდან, 1 კვირის განმავლობაში ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ელ-ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე.
შეკვეთაში პროდუქტის ტექნიკური ხარვეზის, ან ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან შეტყობინება აუცილებელია. შეკვეთის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში. დაგვიანების შემთხვევაში დანაკლისი არ ანაზღაურდება.
7. კონფიდენციალურობა:
chadraki.ge იცავს თქვენს პირად ინფორმაციას და არ გასცემს მას მესამე პირზე.